მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოხუმში თვითიზოლაციაში 180 მოსწავლე იმყოფება

ოკუპირებულ აფხაზეთში 180 მოსწავლე კარანტინშია გადაყვანილი

ოკუპირებულ აფხაზეთში თვითიზოლაციაში ამჟამად 180 მოსწავლე იმყოფება. სააგენტო aiaaira.com-ის ცნობით, ამის შესახებ საუბარი იყო ოპერატიული შტაბის შეხვედრაზე, რომელსაც ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია და ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი ესწრებოდნენ.

როგორც სხდომაზე სოხუმის განათლების სამმართველოს ხელმძღვანელმა ასტანდა ტარკილმა განაცხადა, სკოლებში ყველა შესასვლელი და გასასვლელი გახსნილია, რათა ერთ ადგილას ბავშვების კონცენტრაცია არ მოხდეს. ყველა მოსწავლეს სკოლაში მისვლისას თერმოსკრინინგი უტარდება.

ოკუპირებულ აფხაზეთში 15 სექტემბერს კორონავირუსის 52 შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო. ამ დროისთვის კორონავირუსის 674 შემთხვევაა დაფიქსირებული, 186 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 გარდაიცვალა.