კონფლიქტები

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება სტაბილურად დაძაბული რჩება

საზღვრისპირა რეგიონი
16:06 21.07
დაკოპირებულია

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრისპირა რეგიონებში მხარეებს შორის ახალი ბრძოლა გაიმართა, რის შედეგადაც 2 სომეხი სამხედრო მძიმედ დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აგდამისა და თოვუზის რეგიონებში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება.

„ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლზე კვლავ სტაბილურად დაძაბული რჩება. სომეხი სამხედროები მცირე დარტყმებით კვლავ არღვევენ ცეცხლის შეწყავეტის შესახებ შეთანხმებას. აზერბაიჯანული მხარე მტრის ქმედებებზე შესაბამისად რეაგირებს, რის შედეგადაც 2 სომეხი ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

12 ივლისს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთი „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ხელშეკრულების დარღვევაში და სასაზღვრო ტერიტორიაზე საარტილერიო ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

საზღვრისპირა რეგიონებში სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ბაქო ერევანს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმით 16 ივლისს დაემუქრა. აღნიშნული განცხადება პასუხი იყო სომხური მხარის განცხადებაზე, რომელიც თავის მხრივ, მინგეჩაურის წყალსაცავზე იერიშის მიტანით დაიმუქრა.

შეტაკებები მხარეებს შორის მე-10 დღეა გრძელდება. ორივე მხარეს არის მსხვერპლი.

რუსული ვაქცინა

Who: ვაქცინის ყველა მწარმოებელი უნდა მიჰ...

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის რუსულ ვაქცინასთან დაკა...
22:55 11.08
„ჩემთვის დიდი პატივია წავრსდგე თქვენს წინაშე. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ამასთან ერთად წარმოადგენ...
21:21 11.08
გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ადვოკატ მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ექსპერტიზით გამოირიცხა, რომ გიორგის...
21:18 11.08
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთიდან რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 70 წლის მერაბ ამბროსიძის ცხე...
20:49 11.08
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სვანეთში განის...
20:45 11.08
ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძის გამოკითხვა მიმდინარეობს
ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. ჯანმრთელობის მდგომარეობიდა...
პასუხგაუცემელი კითხვები გიორგი შაქარაშვი...
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს. ექს...
კალაძე შაქარაშვილის საქმეზე: თუ ვინმეს რ...
თბილისის მერი კახა კალაძე ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მ...
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კომპანია „მა...
„ქართული ოცნების“ ლიდერები ყვარლის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც სახელმწიფ...