მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთი მთიანი ყარაბაღის აღიარების შესაძლებლობას განიხილავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება „მთიან ყარაბაღში გრძელვადიანი სტაბილურობის დასამყარებლადაა მიმართული“.

„ჩვენ განვიხილავთ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების და მასთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის დამყარების საკითხს“ - განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა ასევე განაცხადა , რომ სამშაბათს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხი არ განიხილებოდა.

„ამ დროისთის სომხეთში დისლოცირებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზის პოტენციალის გამოყენებას ჩვენ არ ვაპირებთ, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში ამის იურიდიული საფუძველი არსებობს" - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთი საკუთარ უსაფრთხოებას კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის დახმარებით ან მის გარეშე უზრუნველყოფს.