მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხური მხარე: მოკლულია 370 აზერბაიჯანელი სამხედრო

მთიანი ყარაბაღი

აზერბაიჯანელმა სამხედროებმა არაქსის ხეობაში ახალი შეტევა დაიწყეს. ამის შესახებ „არმენპრესი“ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე არტრუნ ჰოვანისიანზე დაყრდნობით იუწყება.

„სომხეთის ჯარი წარმატებით ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის შეტევას და მტრის პირად შემადგენლობასა და ტექნიკას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ამ დროისთვის განადგურებულია მტრის 22 ტანკი და 10 სხვა ჯავშანტექნიკა. მოკლულია 370-ზე მეტი სამხედრო. მათ დიდი რაოდენობით დაჭრილები ჰყავთ“, - აღნიშნავს არტრუნ ჰოვანისიანი.

მისი თქმით, დაჭრილი აზერბაიჯანელი სამხედროების 35% მძიმე მდგომარეობაშია.

ინფორმაციისთვის, არაღიარებულ მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მეორე დღეა შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.