მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხეთმა აზერბაიჯანის პოზიციების დაცხრილვა განაახლა

ბრძოლა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

19:30 საათზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მსხვილი კალიბრის იარაღითა და არტილერიით აზერბაიჯანული არმიისა და თოვუზის რეგიონის დასახლებული პუნქტების დაცხრილვა განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მხარეებს შორის ცეცხლი 12 ივლისს გაიხსნა. ქვეყნებმა ერთმანეთი „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულეს. ცნობილია, რომ ბრძოლისას დაღუპულია აზერბაიჯანელი გენერალი და პოლკოვნილი, ასევე 1 მშვიდობიანი მოქალაქე.

სომხეთი აცხადებს, რომ მის მხარეს 2 სამხედრო პირია დაღუპული.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში 1988 წელს დაიწყო. იმპერიის დაშლის შემდეგ კი კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. სომხეთმა რუსეთის ირიბი დახმარებით ყარაბაღის დაკავება მოახერხა. აზერბაიჯანი მას დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი 1994 წელს მოეწერა, თუმცა ამ დოკუმენტს მშვიდობა არ მოუტანია. 1994 წლიდან დღემდე რეგიონში სროლებს ორივე მხრიდან 3500 სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. იქამდე 1988-1994 წლებში შეიარაღებულ კონფლიქტს 38 000 ადამიანი შეეწირა.