მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხური მხარე - მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთ ნაწილში კონტრშეტევაზე გადავედით (ვიდეო)

ომი მთიან ყარაბაღში

მთიანი ყარაბაღის ჩრდილოეთ ნაწილში სომხური ჯარი კონტრშეტევაზე გადავიდა და რამდენიმე პოზიცია დაიკავა. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, სომხური მხრიდან 27 სექტემბერს განახლებული ბრძოლის შედეგად 280 ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა.

ცნობისთვის, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. შეიარაღებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.