მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხური მხარე: აზერბაიჯანელებმა გაქცევისას 60 სამხედრო დაკარგეს (ვიდეო)

აზერბაიჯანმა 60 კაცო დაკარგა

როგორც „არმენპრესი“ იუწყება საბრძოლო მოქმედებები სომხეთ აზერბაიჯანს შორის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. აზერბაიჯანელებმა გაქცევის დროს 60 სამხედრო დაკარგეს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მტერმა კვლავ სცადა დარტყმა, ჯავშანტექნიკის, ATS- ის, არტილერიის ძლიერი ცეცხლის ქვეშ. აზერბაიჯანულმა მხარემ დაკარგა 60-მდე სამხედრო. ამ დროისთვის საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება“ , - თქვა ჰოვანისიანმა.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება 27 სექტემბერს, დილიდან დაიწყო.
სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო აზერბაიჯანმა სამხედროებს მობილიზაციისკენ მოუწოდა.
ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

2016 წლის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიაში ეს ყველაზე მწვავე ესკალაციაა.