მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხური მხარე: აზერბაიჯანი ყარაბაღს კვლავ უტევს (ვიდეო)

აზერბაიჯამული მხარე კვლავ უტევს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის სამხრეთ ნაწილში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები კვლავ უტევენ. ამის შესახებ „არმენპრესს“ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა შუშან სტეპანიანმა განუცხადა.

„მოწინააღმდეგემ არცახის სამხრეთ ნაწილში კვლავ შეტევა წამოიწყო. მიმდინარეობს მძიმე ბრძოლა. მთიანი ყარაბაღის ნაწილები დროდადრო კონტრშეტევებს ახორციელებენ“ - განაცხადა სტეპანიანმა.

მისივე ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის მთავარი ქალაქი სტეპანაკერტი კვლავ ინტენსიურად იბომბება.

კვირას აზერბაიჯანულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მთიანი ყარაბაღის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, ქალაქი ჯებრაილი აიღეს.

ცნობისთვის, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.