მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხური მხარე: აზერბაიჯანი მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვას აგრძელებს

ვითარება მთიან ყარაბაღში

აზერბაიჯანი აგრძელებს მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვას. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მხარე ავრცელებს.

მათივე ცნობით, აზერბაიჯანმა საარტილერიო ძალა გამოიყენა.

„ამავდროულად, მტრის ძალებმა შეუტიეს არა მხოლოდ მშვიდობიან დასახლებებს, არამედ მიმდებარე ტერიტორიებს, ტყეებს და სამეურნეო სავარგულებს. ამ დასახლებებში სამხედრო დანადგარები არ არის. ამ რაიონებში მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულა “, - იუწყება სახელმწიფო საგანგებო სამსახური.

ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. 10 და 18 ოქტომბერს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, თუმცა საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი ამბები