მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხური მხარე: აზერბაიჯანული მხრიდან 10 ათასი ჯარისკაცი დაიღუპა

აზერბაიჯანელი სამხედრო

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანული ჯარის მხრიდან 10 ათასი ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ნათესავები დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაციის მოძიებას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.

„აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში მიმდინარე ომის დროს დანაკარგების დამალვას ცდილობს, თუმცა იმდენი დაღუპულია მათი მხრიდან, რომ ამ ინფორმაციის დამალვა შეუძლებელია. ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ 10 ათასი სამხედრო დაეღუპათ, ხოლო დაჭრილი - გაცილებით მეტია“ - აცხადებენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროში.

Armenpess-ის ცნობით, აზერბაიჯანული ჯარის მხრიდან დაღუპულთა უმეტესობა სპეცრაზმელები და მფრინავები არიან. ამავე ინფორმაციის მიხედვით, აზერბაიჯანულ მხარეხ ბრძოლის ველიდან დაღუპულთა ცხედრები არ გააქვს, რათა თავისი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია დამალოს.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი ამბები