მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხური მხარე: ჩვენი მხრიდან 1119 სამხედრო დაიღუპა

სომხური მხარის დანაკარგები

სომხური მხარის ინფორმაციით, ბოლო დღეებში მათ 51 სამხედრო მოსამსახურე დაეღუპათ. შესაბამისად, 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში განახლებული საბრძოლო მოქმედებების შემდეგ დაღუპულ სამხედროთა საერთო რაოდენობა სომხური მხრიდან 1119 გახდა. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

რაც შეეხება აზერბაიჯანულ მხარეს, ისინი საბრძოლო დანაკარგებს არ აქვეყნებენ. სომხური მხარე იუწყება, რომ აზერბაიჯანის მხრიდან 6 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა ორივე მხრიდან 100-ზე მეტს შეადგენს.

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.