მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხური მხარე: ჩვენს მიერ აფეთქებული ვერტმფრენი, ირანის ტერიტორიაზე ჩავარდა

აზერბაიჯანული მი-24

სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რომელიც ირანში ჩამოვარდა. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის უწყების განცხადებით, "მსგავსი შემთხვევები საბრძოლო მოქმედებების დროს ხდება და შეიძლება კიდევ მოხდეს, რადგანაც ფრონტის ხაზი ირანის საზღვართან ახლოს მდებარეობს".

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.

somkhet-azerbaijanis-ruka_o_h.jpeg