მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხური მხარე: სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბერძორის მიმართულებით პოზიციური გაუმჯობესება მოახერხეს

სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა მოახერხეს პოზიციური გაუმჯობესება ბერძორის მიმართულებით

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბერძორის მიმართულებით პოზიციური გაუმჯობესება მოახერხეს. როგორც სომხური მედია იუწყება, ამის შესახებ ინფორმაციას შესახებ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი არწრუნ ჰოვანისიანი ავრცელებს.

„მთელი დღის განმავლობაში, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები განაგრძობდა შეტევით ოპერაციებს სომხეთის საზღვრის გასწვრივ განლაგებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ. ზოგიერთი მცირემასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ჩატარდა სამხრეთ ნაწილში, ბერძორის მიმართულებით.

მცდელობის მიუხედავად, მტერმა წარმატებას ვერ მიაღწია ბერძორისკენ. ამ მიმართულებით ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს გარკვეული პოზიციური გაუმჯობესება“, - აღნიშნა არწრუნ ჰოვანისიანმა.

📢შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

აგრეთვე, წაიკითხეთ 👇

👉 სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი ამბები