მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხური მხარე: თავდაცვის არმიამ აღადგინა მანამდე დაკარგული პოზიციები

მძიმე არტილერია

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ფრონტის ხაზის სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

”თავდაცვის არმიის ქვედანაყოფების მიერ განხორციელებული კონტრშეტევის შედეგად, აზერბაიჯანულმა მხარემ განიცადა სამუშაო ძალისა და სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგები. თავდაცვის არმიამ აღადგინა მანამდე დაკარგული პოზიციები ”, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის 27 სექტემბერს აზერბაიჯანული მხარე აცხადებდა ინფორმაციას, რომ 7 სოფელი დაიკავეს. ამავდროულად თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა განაცხადა, რომ პოზიციები დაკარგეს.

გუშინ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა და საომარი მოქმედებები კვლავ განახლდა.

საომარი მოქმედება პირველი სომხეთმა გამოაცხადა. დღის ბოლოს კი იგივე გადაწყვეტილება აზერბაიჯანის პარლამენტმაც მიიღო.