მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სტეფანიანი: აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში 7 დასახლების დაკავება პროვოკაციული ინფორმაციაა

სომხეთის თავდაცვის მინისტრი

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ 7 სოფლის დაკავების შესახებ.

”აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია შვიდი დასახლების დაკავების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს შეტყობინება არის პროვოკაციული ინფორმაცია”, - განუცხადა ჟურნალისტებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეფანიანმა.

შეგახსენებთ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ოკუპანტებისგან 7 სოფელი გაათავისუფლეს.

ინფორმაციისთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია, კვლავ განახლდა საომარი მოქმედებები. სომხეთმა საომარი მოქმედება გამოაცხადა.