მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თბილისი ნატოსთან ერთად როკის გვირაბის და მთელი სამხრეთ ოსეთის აღების სცენარს ამუშავებს“ - ცხინვალის დე ფაქტო უწყება

ცხინვალი ბორდერიზაციას თბილისის

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „უშიშროების კომიტეტში“ აცხადებენ, რომ საქართველოსთან „ბორდერიზაციის“ პროცესი თბილისის რევანშისტული და აგრესიული გეგმების საპასუხოდ ხდება. ამის თაობაზე საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმი“ იუწყება.

ე.წ. უშიშროების კომიტეტში აცხადებენ, რომ თბილისი ნატოსთან ერთობლივ წვრთნებს მართავს, სადაც „როკის გვირაბის და მთელი სამხრეთ ოსეთის აღების სცენარებს ამუშავებს“.

აგრეთვე, ცხინვალის დე ფაქტო უწყება კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ თბილისი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე უარს აცხადებს.