მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ტრამპი, მაკრონი და პუტინი ყარაბაღის კონფლიქტზე ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ

ტრამპი, პუტინი და მაკრონი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ემანუელ მაკრონის ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრის შესახებ.

ცნობისთვის, მე-5 დღეა ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.