მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაგიფ დარგალი: სომხებს გვამები სატვირთო მანქანებით გააქვთ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი

სომხეთის არმიას საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი აქვს. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

„სომხეთის არმია კვებისა და წამლის დეფიციტის წინაშე დგას”, - აღნიშნა თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, პოლკოვნიკმა ვაგიფ დარგალმა.

გამოცემის თანახმად, თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანების სიმცირის გამო, დაჭრილები სომხებს კერძო და სატვირთო მანქანებით გადაჰყავთ.

„დაჭრილითა და გვამების ევაკუაციისთვის სამხედრო სასწრაფო დახმარების მანქანების არასაკმარისი რაოდენობის გამო, მათი ტრანსპორტირება კერძო და სატვირთო მანქანებით ხორციელდება.

ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში ვითარება 27 სექტემბერს უკიდურესად გამწვავდა. ამჟამად იქ აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.