კონფლიქტები

ზურა ბატიაშვილი: არსებობს საფრთხე, რომ სომხები ფიზულის ტერიტორიაზე ალყაში მოექცევიან

ექსპერტი ზურა ბატიაშვილი
21:08 16.10
დაკოპირებულია

რონდელის ფონდის მკვლევარის ზურა ბატიაშვილის შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ ფიზულისა და მის სამხრეთით განლაგებული სომეხი სამხედროები აზერბაიჯანის ალყაში მოექცევიან, ამიტომ ლოგიკური იქნება, თუ ისინი უკან დაიხევენ.

„სიტუაცია ყარაბაღის სამხრეთით - როგორც ვვარაუდობდით, დაბა ჰადრუთი დაეცა (დასტურდება არაერთი ვიდეო მასალით) და აზერბაიჯანული ნაწილები განაგრძობენ წინსვლას ნაქალაქარ ფიზულის მიმართულებით (დაიკავეს 3 სოფელი). აზერბაიჯანული მხარის ტექნიკური და რაოდენობრივი უპირატესობა მალევე აისახება ფრონტის ხაზზე.

თუ სომხური ნაწილები დროულად არ დატოვებენ გაშლილ ადგილებში მდებარე ფიზულისა და მის სამხრეთით გამაგრებულ პოზიციებს, არსებობს საფრთხე, რომ ისინი ალყაში მოექცევიან.

სამხედრო თვალსაზრისით, ყველაზე ლოგიკური იქნებოდა, თუ ისინი დაიხევდნენ მთებისკენ, შუშა-სტეპანაკერტისა და მარტუნისკენ მიმავალ გზებზე და იქ გაამაგრებდნენ/შექმნიდნენ ახალ პოზიციებს.

ცხადად ჩანს, რომ სომხური მხარე ადამიანური რესურსის ნაკლებობას განიცდის და გაშლილ ველზე ბრძოლა უჭირს. აზერბაიჯანული ნაწილები ასევე უტევენ უკიდურეს სამხრეთით, ირანის ტერიტორიის გასწვრივ გამაგრებულ სომხურ ნაწილებს.

საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ყარაბაღის ჩრდილოეთითაც. თუმცა, იქ (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) შედარებით სტაბილური ფრონტის ხაზია“, - აცხადებს ზურა ბატიაშვილი.

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანულმა ჯარმა ქალაქი ჰადრუთი და მიმდებარე სოფლები დაიკავა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქი ფიზული აზერბაიჯანულმა ძალებმა ალყაში მოაქციეს.

⭕ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანი-სომხეთის ომი 27 სექტემბერს დაიწყო. ორივე მხარეს არის დიდი მსხვერპლი, რომელთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„35 წელია ყოველთვის იქ ვარ, სადაც საქართველოში რაღაც ხდებოდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრ...
22:32
დღეს, 28 ოქტომბერს ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ მოახლოებულ არჩევნებსა და ამ პროცესში...
22:22
ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას გამოცე...
22:01
„ჩვენ დღეს ყველანი კარგად ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ძალიან კარგი სასტარტო პირობები გვაქვს. ამას საერთ...
21:42
შეხვედრა მეშახტეებთან-მინისტრი

ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია მეშახტეების შრო...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულში, კომპანია „საქნახშირში“ დასაქმებ...
„ჯორჯიან ეარვეისი“ ამსტერდამის რეისის მგ...
„ჰოლანდიის მთავრობის მიერ, 27 ოქტომბერს გამოცემულ ახალ NOTAM–თან დაკავშირებით, გ...
სალომე ზურაბიშვილი: წადით მშვიდ და სამარ...
დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებულ...
„არა-სააკაშვილს, არა-ბოკერიას, არა-ვაშაძ...
„არა-სააკაშვილს, არა-ბოკერიას, არა-ვაშაძეს, არა-ნაცმოძრაობას და არა ნაცმოძრაობის...