მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1 089 თბილისი, 167 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

თბილისის ანძა
1620284350
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 28 180 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 806 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 317 719-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.41%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.51%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.59%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 144 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 297 676-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების1 806 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 1 089

⭕ აჭარა - 167

⭕ იმერეთი - 120

⭕ ქვემო ქართლი - 88

⭕ შიდა ქართლი - 57

⭕ გურია - 36

⭕ სამეგრელო - ზემო სვანეთი - 121

⭕ კახეთი - 60

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 43

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 17

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 790, საიდანაც: 4 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 462, აჭარაში - 513, იმერეთში - 420.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 867 პირი, მათ შორის, თბილისში - 446, აჭარაში - 89, იმერეთში -105. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი, მათგან თბილისში - 122, აჭარაში - 11, იმერეთში - 11.

759 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 408 - თბილისში, 326 - აჭარაში. 10 744 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

👉 ეპიდვითარება საქართველოში