მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1 218,105 ინფიცირებული და 65 ათასზე მეტი გარდაცვლილი - Covid-19-ის გლობალური შედეგები

ნეგატიური პასუხი
1586091752
COVID-19

1,218,105 ინფიცირებული და 65 ათასზე მეტი გარდაცვლილი. ასეთი 5 აპრილის მონაცემებით კორონავირუსის გლობალური შედეგები.

რაც შეეხება კოვიდინფიცირებული ადამიანების გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელს, მათი რიცხვი 253,817-ს შეადგენს.

ევროპაში კოვიდინფექციის გავრცელების და გარდაცვალების კუთხით, კვლავ მძიმე ვითარებაა იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხემლძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ქვეყნებს მოუწოდა, რომ არ მოდუნდნენ. ვირუსი პირველად ჩინეთში, კერძოდ კი უჰანის პროვინციაში გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა. რამდენიმე თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ინფექცია გადამდებია. ამ დროისთვის ჩინეთში ვირუსის შემთხვევების რეკორდული კლება ფიქსირდება.