მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1 293 თბილისი, 793 იმერეთი - როგორია კორონავირუსის გავრცელების არეალი საქართველოში

თბილისის ანძა მთაწმინდაზე
1606374171
COVID-19

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 801 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით.

თბილისში გამოვლენილია 1 293 შემთხვევა, აჭარა-475, იმერეთი-793, ქვემო ქართლი-270, შიდა ქართლი-232, გურია-80, სამეგრელო-ზემო სვანეთი-371, კახეთი-129, მცხეთა-მთიანეთი-70, სამცხე-ჯავახეთი-62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-26.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას თქმით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 18 759 -ს შეადგენს.

„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 986 პირი, მათ შორის, თბილისში-461, აჭარაში- 155, იმერეთში-219. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 452 პირი, მათგან თბილისში-188, აჭარაში-139, იმერეთში-42“, - აცხადებს სიჭინავა.

მისივე ინფორმაციით, 3 920 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1200- თბილისში, 2 154-აჭარაში, 265-იმერეთში. 8 674 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

„საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 037ადამიანი, მათ შორის, თბილისში-412, აჭარაში-1 035, ხოლო იმერეთში-33. სულ 6 ოქტომბრიდან - 25 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-18 029 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 516 ადამიანი, მათ შორის თბილისში-17 841 პირი, აჭარაში-14 605, იმერეთში-4 782“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა

🔴 3 801 ინფიცირება, 3 200 გამოჯანმრთელება - კორონავირუსის ახალი შემთხვევების სტატისტიკა