მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1 357 ინფიცირება, 748 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით 1357  ადამიანი ინფიცირდა და 748 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1610607368
COVID-19

„ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა“,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 14 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 891 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 767 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 124 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 244 612-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 748 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 228 359-მდე“, - აცხადებს სიჭინავა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ-19 გადამდებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

✔️ „მესამე ტალღა შესაძლებელია თებერვლის ბოლოდან დაიწყოს“ - პაატა იმნაძე

✔️ გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი პირველი თებერვლიდან ? - ტიკარაძის განმარტება