მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1 599 თბილისი, 1 028 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

European Best Destinations საქართველოს შესახებ ვრცელ მასალას აქვეყნებს და მოგზაურობის მოყვარულებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.
1634367346
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 62 994 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 076 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 657 753-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.04% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.77%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 126 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 609 987.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 440 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 076 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 1 599

⭕ აჭარა - 159

⭕ იმერეთი - 1 028

⭕ ქვემო ქართლი - 309

⭕ შიდა ქართლი - 387

⭕ გურია - 144

⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 435

⭕ კახეთი - 720

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 137

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 85

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 73

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 300 საიდანაც: 5 176 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 717, აჭარაში - 475, იმერეთში - 1 275.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 180 პირი, მათ შორის, თბილისში - 389, აჭარაში - 74, იმერეთში - 416. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 252 პირი, მათგან თბილისში - 131, აჭარაში - 15, იმერეთში - 24.

922 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 473 - თბილისში, 241 - აჭარაში. 32 202 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა, „ყბადაღებული“ მეხუთე ტალღის დაწყებაც კი შეიძლება გამოიწვიოს - თენგიზ ცერცვაძე

👉 „მირჩევნია ვაქცინაცია გავხადოთ იძულებითი, ვიდრე ადამიანები დავკარგოთ“ - დევი ტაბიძე

👉 კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის გვერდითი მოვლენები იგივეა, რაც მეორე დოზის შემდეგ

👉 გაართულებს თუ არა რეგულაციების მოხსნა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას? - ეპიდემიოლოგების განმარტება

👉 მესამე დოზით აცრა დასაშვებია ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ