მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1 881 ინფიცირება, 1 515 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსის ახალი შტამი
1608879352
COVID-19

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 515 გამოჯანმრთელდა. 

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, საქართველოში ჯამში კორონავირუსის 218 724 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 196 220 გამოჯანმრთელებულია.

მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 13 655 ტესტი გაკეთდა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ-19 გადამდებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

აგრეთვე იხილეთ:

🛑კულუმბეგოვი იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსი გადაიტანა, ურჩევს 1 თვის განმავლობაში არ აიცრან

🛑„ეს ის სიმპტომებია, რომელიც კოვიდის მწვავე ეტაპის ჩამთავრების შემდეგ გრძელდება“ - ზურაბ გურულის რჩევები