მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„1 თვის განმავლობაში ვაქცინირებულ ადამიანთა ჯამური მაჩვენებელი იქნება განმსაზღვრელი, მოვახერხებთ თუ არა კორონავირუსის დამარცხებას წლის ბოლომდე“ - ივანე ჩხაიძე

„ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობაა ოჯახის წევრების ვაქცინაცია“
1627825682
COVID-19

„ბოლო კვირის განმავლობაში არსებული ვითარება მკვეთრად გაუმჯობესებულია, ამაში ვგულისხმობ 1 დღის განმავლობაში ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობას, საშუალო მაჩვენებელი ჩვენ უკვე 15 ათასი გვაქვს, მაშინ როდესაც 2-3 კვირის წინ 7-8 ათასის ფარგლებში იყო“, - აღნიშნულის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ერთი მხარეა, რომ გაორმაგებულია აცრები თუმცა, მეორეა, არის თუ არა ვაქცინაციის მაჩვენებელი საკმარისი.

„დიდი როლი ითამაშა „ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლამ ქვეყანაში, იმუნიზაციის პროცესის წარმატებულად გაგრძელებას სჭირდება საკმარისი რაოდენობის სამედიცინო დაწესებულებები, ისინი 7-დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდნენ. ვაქცინაცია უკვე სამედიცინო დაწესებულებების სივრცეს გაცდა. ბათუმში 2 მოლია გამოყოფილი და იქ მიმდინარეობს ვაქცინაცია, ასევე „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე ახალი სივრცეა, სადაც ხდება აცრის ჩატარება, დაემატა ვაქცინაციის ბრიგადებიც, ახლა უკვე 300-ზე მეტია.

ეს ნაბიჯები უფრო ადრე რომ გადადგმულიყო, ფაიზერის ვაქცინა უნდა ყოფილიყო შემოსული, მინიმუმ 2-3 კვირით ადრე ამ ნაბიჯების გადადგმა იყო ზედმეტი, როცა ხალხი „ფაიზერის“ ვაქცინას ელოდებოდა.

ორჯერადად ვაქვინირებული არის 10% და გუშინ პირველად გადავაბიჯეთ ამ ზღვარს. ჩვენ 15 მარტს უნდა გვქონოდა „ფაიზერის“ ის დოზა, რომელიც 1 კვირის წინ შემოვიდა, ყველაზე მთავარია დღეს და ხვალ რას გავაკეთებთ. იქნება თუ არა შესაძლებლობა ვაქცინების უწყვეტი მომარაგების პირობებში ქვეყანამ მიაღწიოს 60%-იან ზღვარს წლის ბოლომდე? - ეს არის მთავარი კითხვა.

ახლა რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ სამიზნე მაჩვენებელი 1 თვის განმავლობაში? 1 თვის განმავლობაში ვაქცინირებულ ადამიანთა ჯამური მაჩვენებელი იქნება განმსაზღვრელი, მოვახერხებთ თუ არა კორონავირუსის დამარცხებას წლის ბოლომდე“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

იხილეთ აგრეთვე:

📣„ვაქცინის შეცვლა შეეძლება პირს, რომელსაც პირველ დოზაზე სერიოზული გვერდითი მოვლენა განუვითარდება“ - ივანე ჩხაიძე

📣„მკაცრი თანმიმდევრული ნაბიჯები მოგვცემს ვითარების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, ეს გზა მთელმა სამყარომ გაიარა“ - ვახტანგ კალოიანი

📣„ქვეყანას დასჭირდება, იფიქროს შეზღუდვებზე, ძალიან არ მინდა, რომ ეს დღე დადგეს“ - თენგიზ ცერცვაძე