მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

10 009 ინფიცირებული - სომხეთში კოვიდსიტუაცია მძიმდება

კორონა  სომხეთი
1591098257
COVID-19

სომხეთში კოვიდსიტუაცია ყოვედღიურად უარესდება. გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსი ლაბორატორიულად კიდევ 517 პირს დაუდგინდა და 19 გარდაიცვალა. ოროვე ეს მაჩვენებელი რეკორდულია.

ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობამ სომხეთში 10 000-ს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 158-ს მიაღწია. როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში, ეს რიცხვები უფრო მეტია, ვიდრე საქართველოსა და აზერბაიჯანის ჯამური მაჩვენებლები.

ყოველი 1 მლნ ადამიანიდან სომხეთში კორონავირუსი 3378 ადამიანს დაუდგინდა. ამ მხრივ ქვეყანა მსოფლიოში 29-ე ადგილს იკავებს. 1 მლნ მოსხლიდან 53 გარდაცვლილით კი 42-ე ადგილზეა.