მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1000-მდე მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა

საბაჟო გამშვები პუნქტები
1591090250
COVID-19

კორონავირუსზე რისკჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტების: ,,სადახლო საავტომობილო”, „ლაგოდეხი“, „გუგუთი“, „გარდაბანი რკინიგზა“, “ყაზბეგი”, „სარფი“, „ბათუმის პორტი“, „ფოთის პორტი“, „ვალე“, „კარწახი“, „ნინოწმინდა“, „მტკვარი“, „გარდაბანი“, ასევე ფოთისა და ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონების 1000 -მდე მებაჟე ოფიცერს, გამოკვლევა ჩაუტარდა.

კორონავირუსი არც ერთ მათგანს, ამ ეტეპისთვის,  არ დაუფიქსირდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხები ,,COVID-19“ -ზე  უარყოფითია.

შემოსავლების სამსახურის ცნობით 31 მაისს, დასუფთავების კომპანიის თანამშრომელს დაუდასტურდა, რომელსაც საბაჟო გამშვები პუნქტის ,,სადახლო საავტომობილოს“ მიმდებარე ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება ევალებოდა და მასთან მებაჟე ოფიცრებს, მოქალაქეებსა და სხვა სამსახურების წარმომადგენლებს კონტაქტი არ  ჰქონიათ.