მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 133 მლნ-ს აჭარბებს (133,050,027). განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.
ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კოვიდ 19-სგან გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობა 107 მლნ-ს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3 მლნ-ს უახლოვდება.
Covid 19-ის გავრცელების კუთხით კვლავ მზარდი სტატისტიკაა:
✔️ აშშ - 31,637,243
✔️ ბრაზილია - 13,197,031
✔️ინდოეთი - 12,928,574
✔️ საფრანგეთი - 4,841,308
✔️ რუსეთის ფედერაცია - 4,606,162
👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა
👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.
ამავე თემაზე:
👉 დიდი ბრიტანეთი 30 წლამდე მოქალაქეებს „ასტრაზენეკას“ ნაცვლად ალტერნატიულ ვაქცინას შესთავაზებს