მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1077 ინფიცირება, 442 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

ტესტი კორონავირუსზე
1618556065
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1077 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 442 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 293321-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 279831 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 აპრილის მდგომარეობით, დღიური - 3,4%, ბოლო 14 დღის - 2,77%, ბოლო 7 დღის - 2,04%.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ COVID-19 გადამდებია.

👉 საქართველოში კორონავირუსი პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

👉 იმუნიზაციის საბჭო „სინოფარმის“ გამოყენების საკითხზე იმსჯელებს

👉 კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის მესამე დოზა, სავარაუდოდ, 12 თვის განმავლობაში, საჭირო გახდება