მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

11 მლნ კოვიდინფიცირებული - ეპიდვითარება მსოფლიოში

მსოფლიოს მასშტაბთ კორონავირუსი 11 მლნ-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 3 ივლისი 2020 წ.
1593765367
COVID-19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა 11 მილიონამდე გაიზარდა. აღნიშნულ მონაცემებს worldometers აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ასევე გაზრდილია კოვიდვირუსისგან განკურნებულთა რიცხვიც. მათი რაოდენობა 6 მლნ-ს აჭარბებს. რაც შეეხება გარდაცვლილებს, მსოფლიოში კოვიდ-19-ის დიაგნოზით 524 422 პაციენტი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. კოვიდინფექციით ინფიცირების ზრდის მაჩვენებლის მიხედვით კვლავ აშშ ლიდერობს, მეორე პოზიციას ბრაზილია, ხოლო მესამეს რუსეთის ფედერაცია იკავებს.