მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

12 151 ინფიცირებული ერთ დღეში - ინდოეთში კოვიდსიტუაცია უარესდება

კორონა ინდოეთი
1591818124
COVID-19

ინდოეთში კოვიდსიტუაცია უარესდება. გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად - 12 151-ით გაიზარდა, გრადაცვლილთა რიცხვი კი 387-ით რაც ასევე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

10 ივნისის მდგომარეობით ინდოეთში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 287 ათასს შეადგენს და ამ მხრივ ის მე-6 ადგილზე იმყოფება, თუმცა ზრდის ტემპის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ უკვე 11 ივნისს ბრიტანეთისა და ესპანეთის გასწრების შემდეგ მე-4 ადგილი დაიკავოს.

პანდემიას ინდოეთში სულ 8106 ადამიანი ემსხვეპრლა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მე-11 ადგილს იკავებს.

ინდოეთის კარანტინი, თავისი ფორმითა და სანქციებით ნამდვილად გამორჩეული იყო. ქუჩაში შეკრებილ ადამიანებს პოლიცია ხელკეტის ცემით უსწორდებოდა, მაგრამ სასურველი შედეგი ვერც ასეთმა ხისტმა და არაჰუმანურმა მიდგომამ გამოიღო.