მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

129 თბილისი, 31 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

სუფთა ჰაერი
1614495874
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 885 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 814 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 071 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.96 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.55%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი 248 ახალი შემთხვევის განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისი - 129
  • აჭარა - 16
  • იმერეთი - 31
  • ქვემო ქართლი - 8
  • შიდა ქართლი - 14
  • გურია - 6
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 17
  • კახეთი - 16
  • მცხეთა-მთიანეთი - 7
  • სამცხე-ჯავახეთი - 1
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 108, რომელთაგან 1 472 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

მძიმე პაციენტია 265 პირი. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 91 პაციენტი.

171 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 465 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

სულ 6 ოქტომბრიდან - 27 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 320 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 065 ადამიანი, ხოლო საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 323 ადამიანი.

ინფორმაციისთვის, 28 თებერვლის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია 3 510 პაციენტი, გამოჯანმრთელებულია 265 114 , ხოლო დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 270 758-ს შეადგენს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა

248 ინფიცირება, გამოჯანმრთელება 525 - ეპიდვითარება საქართველოში

„ვაქცინის მიწოდების პროცესის შეფერხების გამო მომწოდებელი მხარე ძალიან წუხს“ - ტიკარაძე