მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1417 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში - საფრანგეთში სიტუაცია მძიმდება

კორონა საფრანგეთი
1586284099
COVID-19

საფრანგეთში კორონავირუსის პანდემიის გავრცელემის ტემპი ისევ აჩქარდა. გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 11 059 და გარდაცვალების 1417 შემთხვევა დადასტურდა.

COVID 19-ით ინფიცირების ლაბორატორიულად დადატურებულმა შემთხვევათა რაოდენობამ საფრანგეთში 109 069-ს მიაღწია და გერმანიის მაჩვენებელს გადაასწრო. პარალელურად იტალიის, ესპანეთისა და შეერთებული შტატების შემდეგ საფრანგეთი გახდა მეოთხე სახელმწიფო, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. 7 აპრილის საღამოს მონაცემებით მსხვერპლის ოდენობა 10 328-ს შეადგენს. ძალიან მაღალია და 9.77%-ს აღწევს სიკვდილიანობის კოეფიციენტიც.