საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1547 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1131 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 319266 -ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 298807 პირი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 6,06%, ბოლო 14 დღის - 5,66%, ბოლო 7 დღის - 6,76%.
👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.
👉 კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.
ამავე თემაზე:
👉 156 მლნ ინფიცირებული - პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა
👉 ჯანდაცვის მინისტრი: ხელმისაწვდომი გვექნება „სინოფარმის“ კიდევ 600 000 დოზა