მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1551 ინფიცირება, 878 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

კორონავირუსი
1619592584
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1551 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 878 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 307401 -ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 288816 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 5,26%, ბოლო 14 დღის - 4,39%, ბოლო 7 დღის - 4,63%.

👉 ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

👉 კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

👉 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

👉 პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

👉 ნანა გეგეჭკორი: იმედია, ჯანმო სიცხადეს შეიტანს ჩინური ვაქცინების ისტორიაში