მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

17 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ეხმაურება

სასწრაფო დახმარების მანქანა ინფექციურთან
1607031383
COVID-19

3 დეკემბერს, 17 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ სატელევიზიო ეთერში გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, 3 დეკემბერს, 03:24 სთ-ზე 112-ში განხორციელდა ზარი, უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზნით.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოძახების ადგილზე 13 წუთში, 03:37 სთ-ზე მივიდა, რა დროსაც ექიმებს ახალგაზრდა გოგონა გარდაცვლილი დახვდათ. მედიკოსების შეფასებით, გარდაცვალება კორონავირუსულ ინფექციას არ უკავშირდება.

შესაბამისად, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და არის სიცრუე. სამინისტრო მადლობას უხდის მედიკოსებს განსაკუთრებული პროფესიული თავდადებისთვის და დაუშვებლად მიიჩნევს მათ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

3 დეკემბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, კორონავირუსით 17 წლის გოგო გარდაიცვალა. მიზეზად კი, პაციენტის კლინიკამდე ვერ მიყვანა დაასახელეს.

ჯანდაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა.