მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2 061 ინფიცირება, 1 654 გამოჯანმრთელება, 23 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

პოზიტიური ტესტი
1627196295
COVID-19

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 061 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი, ხოლო 1 654 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 402 75 -ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 688 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 373 088 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6,6%, ბოლო 14 დღის - 5,66%, ბოლო 7 დღის - 6,3%.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „აქ რომ მეკითხებოდნენ - „ვირუსი რა, ღამით დადის?“, ხომ გამოჩნდა, რომ თურმე ღამით დადიოდა?“

👉„ვაქცინების არჩევის დრო აღარ არის“

👉 „საქართველოში დელტა ვარიანტით ინფიცირებულთა 10% ბავშვია“

👉 „სინოფარმის“ ვაქცინა დელტა შტამის მიმართ ეფექტიანია