მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2 მლნ ინფიცირებული - ეპიდვითარება საფრანგეთში

დროშა პარიზში
1606423190
COVID-19

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2 მლნ-ს გადააჭარბა. 

worldometers-ის განახლებული მონაცემების თანახმად, საფრანგეთში ბოლო 24 საათში ინფიცირების 13 563 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 339 ადამიანი გარდაიცვალა.

საფრანგეთი კორონავირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიო მასშტაბით პირველ ხუთეულშია, პირველ პოზიციაზეა ამერიკის შეერთებული შტატები 13 მლნ კოვიდინფიცირებულით.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსმა მოიცვა მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყანა. კოვიდინფიცირებულია 61 მლნ ადამიანი.