მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

21:00 საათიდან 05:00 საათამდე როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება იზღუდება

მგზავრი მესტოში, 29 მაისი 2020 წ.
1606385436
COVID-19

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:

„21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა, გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე -

6 იანვრის ღამე, მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა“, - ნათქვამია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ცნობილია რას არ შეეხება შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით

🔴 რესტორნები და კვების ობიექტები გატანის სერვისზე გადადიან