მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

218 ინფიცირებული და 2 გარდაცვლილი - ანტირეკორდი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 218 ადამიანი ინფიცირდა
1600757698
COVID-19

დღეს, 22 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულია 3913 ადამიანი. დღეს კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან ერთი ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“, მეორე კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.