უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი იზრდება.
3 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 138 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში კორონავირუსს 23 ადამიანი ემსხვერპლა.
ინფიცირებულთა საერთო რიცხვი კი 942 შეადგენს.
ცნობისთვის, გლობალურად კოვიდინფიცირებულთა რიცხვი მილიონს გასცდა.