მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

3 128 ინფიცირება, 3 045 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით 3128 ადამიანი ინფიცირდა და 3045 ადამიანი გამოჯანმრთელდა
1606201155
COVID-19

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფექცია კიდევ 3 128 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის დამარცხება კიდევ 3 045 -მა ადამიანმა შეძლო.

საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 111 818 შემთხვევაა გამოვლენილი.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ 19 გადამდებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა

🔴 „თუ ინფიცირება ასე გაგრძელდა, ადამიანები ვერ მიიღებენ გადაუდებელ დახმარებას და დაიღუპებიან“ - აკაკი ზოიძე