ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფექცია კიდევ 3 759 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის დამარცხება კიდევ 3 574 -მა ადამიანმა შეძლო.
საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 139 343 შემთხვევაა გამოვლენილი.
ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსის დადასტურებიდან 3 თვეში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოვიდ 19 გადამდებია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔴 რა პროტოკოლით მკურნალობენ კოვიდინფიცირებულებს? - ამირან გამყრელიძის განმარტება
🔴 ამირან გამყრელიძე: პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული
ბოლო პერიოდში ინფექციონისტები კორონავირუსის იშვიათი გართულების - მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შესახებ ხშირად საუბრობენ, რომელიც ბავშვებში გამოვლინდა. დღეის მდგომარეობით საქართველოში ამ გართულებით 60-70 ბავშვი მკურნალობს.
პარლამენტი 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე 26 იანვარს იმსჯელებს. ამ მიზნით ხვალ ჩანიშნულია საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც საკითხზე მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი იქნება.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-29 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდება.
პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა ბათუმში მომხდარ ინციდენტს.
„ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი თითქოს და ემიჯნება ამ უმსგავსობას, მეორე მხრივ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მმართველობის სისტემა რომელიც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას არასდროს შეიცვლება.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 25 იანვარს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„მათი კოვზი ნაცარში ჩასავარდნადაა განწირული იმიტომ რომ ჯარისკაცს მხოლოდ სიმართლის და შესრულებული სიტყვის სჯერა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით გასულ სიუჟეტს, რომელიც სამხედროებისათვის კვებითი პირობების უზრუნველყოფას ეხებოდა.
ბრაზილიაში, ქალაქ პორტო ნაკიუნალის მახლობლად, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და პალმასის კლუბის ფეხბურთელები დაიღუპნენ. ინფორმაციას გამოცემა balthazarkorab ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 23 იანვარს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1991 წელს დაბადებული ი.ფ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დევნის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ძალიან მომგებიანი იქნება პოზიცია თუ ვიტყვი, რომ რასაკვირველია ვემხრობი და ყველაფერი უნდა გავხსნათ. ეს ჩემგან ცალსახად ვერ იქნება, ამას დაკონკრეტება სჭირდება“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ეპიდვითარებასა და ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა.