მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით სააღდგომო არდადეგების გამო, ვაქცინაცია დროებით შეჩერდება

ვაქცინა
1618671412
COVID-19

სააღდგომო არდადეგების გამო, 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ვაქცინაცია დროებით შეჩერდება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ცენტრის ცნობითვე, ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე დოზა.

ცენტრში ასევე აღნიშნავენ, რომ „ფაიზერის“ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს.

„გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო.

ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო „ფაიზერის“ ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე დოზა.

ყველაფერი კეთდება რეგისტრაციის ტექნიკური სირთულის დასაძლევად! ვაქცინის მეორე დოზა ყველა თქვენგანისთვის დრულად და რეკომენდებული ვადების დაცვით იქნება ხელმისაწვდომი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 294540-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 280132 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 აპრილის მდგომარეობით, დღიური - 3,58%, ბოლო 14 დღის - 2,91%, ბოლო 7 დღის - 3,26%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✔️676 თბილისი, 126 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

✔️1219 ინფიცირება, 301 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში