მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

30 აპრილს საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 46 000 დოზას მიიღებს

ასტრაზენეკას ვაქცინა
1619003920
COVID-19

30 აპრილს საქართველო „იუნისეფისგან“ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 46 000 დოზას მიიღებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზით აცრა მაისის შუა რიცხვებიდან გაგრძელდება.

„მივიღეთ ინფორმაცია „იუნისეფისგან“, რომ 30 აპრილს „ასტრაზენეკას“ 46 ათასი დოზა ჩამოვა, რათა მაისის შუა რიცხვებიდან მოქალაქეების მეორე დოზით ვაქცინაცია განხორციელდეს.

ასევე „სინოფარმით“ ვაქცინაციის პროგრამაში რეგისტრაცია გაიხსნება 27 აპრილიდან. ამ კვირაში დასრულდება „სინოფარმის“ გამოყენებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ 4 მაისიდან, როცა დასრულდება სააღდგომო არდადეგები ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

👉 შეგახსენებთ, რომ 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი შეჩერდება.

👉 კოვიდსაწინააღმდეგო აცრის პროცესი ქვეყანაში 15 მარტიდან დაიწყო.

👉 ბოლო მონაცემებით, საქართველოში აცრილია 31 911 ადამიანი.