მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

30 შემთხვევა თბილისში, 15 იმერეთში - როგორია კოვიდინფექციის გავრცელება საქართველოში

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის სტატისტიკაზე საუბრობს
1600499617
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კოვიდინფიცირების 187 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ აჭარაში დასტურდება.

ექიმის ინფორმაციით, აჭარის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქში გამოვლინდა.

„დაგვემატა 187 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით დადასტურებული შემთხვევები გახლავთ 3306. 187 ახალი შემთხვევა ასეთი კონფიგურაციისაა.

  • 116 აჭარა
  • 30 თბილისში,
  • 15 იმერეთში,
  • სამეგრელო -ზემო სვანეთში 11
  • გურია 4
  • კახეთი 3
  • შიდა ქართლი 3,
  • ქვემო ქართული 2
  • მცხეთა-მთიანეთი 2
  • სამცხე ჯავახეთი გახლავთ 1

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ეზუგბაია ამბობს, რომ მათი პროცენტული მაჩვენებელი 45-ს შეადგენს.

„კოვიდცენტრებსა და სასტუმრო-ჰოსპიტლებში მკურნალობასა და მეთვალყურეობას ჯამურად გადის 1798 პაციენტი. კრიტიკულ მდგონმარეობაშია 14 პაციენტი, მძიმეთა სიაში 70-ზე მეტი პირია. დანარჩენი 9 პაციენტის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.