მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

300 თბილისი, 77 აჭარა - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში

თბილისის ანძა
1620629728
COVID-19

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 535 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 322 468-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.03%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.48%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 439 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 302 428-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 305 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 549 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:

⭕ თბილისი - 300

⭕ აჭარა - 77

⭕ იმერეთი - 43

⭕ ქვემო ქართლი - 22

⭕ შიდა ქართლი - 9

⭕ გურია - 9

⭕ სამეგრელო - ზემო სვანეთი - 45

⭕ კახეთი - 16

⭕ მცხეთა-მთიანეთი - 11

⭕ სამცხე-ჯავახეთი - 7

⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 709, საიდანაც: 4 481 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 562, აჭარაში - 490, იმერეთში - 494.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 924 პირი, მათ შორის, თბილისში - 474, აჭარაში - 87, იმერეთში -131.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 197 პირი, მათგან თბილისში - 135, აჭარაში - 9, იმერეთში - 16. 784 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 405 - თბილისში, 352 - აჭარაში. 10 444 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა

👉 ეპიდვითარება საქართველოში