მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„3000-მდე საწოლი თავისუფალია“ - თამარ გაბუნიას განმარტება

საავადმყოფოს დერეფანი
1610959906
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია საწოლფონდების რაოდენობასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების შედეგად 18 იანვრის მონაცემებით 3000-მდე საწოლია თავისუფალი.

თამარ გაბუნიას თქმით, კოვიდპაციენტების რაოდენობა შემცირდა, ასევე, ინტენსიურ და რეანიმაციულ განყოფილებაში.

მისივე განცხადებით, კლინიკებს უკვე გაეგზავნათ შეტყობინება იმის შესახებ, რომ მულტიფუნქციური სერვისების მიწოდება გააგრძელონ.

„ბუნებრივია შემთხვევების კლებასთან ერთად საწოლფონდი განტვირთულია, თავისუფალია 3000-მდე საწოლი. 3710 პაციენტი იტარებს მკურნალობას, აქედან 780 ჟანგბადდამოკიდებულია, ხოლო 230 რეანიმაციულ განყოფილებაშია.

კარგია ისიც, რომ ინტენსიური და რეანიმაციული პაციენტების ზოგადად, შემთხვევების კლებასთან ერთად იკლებს. ასევე, შემცირდა პაციენტების რაოდენობა კოვიდსასტუმრობეში. პარასკევს ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების ნაწილს გაუგზავნა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ პირველი თებერვლიდან ისინი მულტიპროფილური სერვისების მიწოდებას, რაც, ასევე, მათთვის მნიშვნელოვანია და დაახლოებით 350 საწოლი დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს. საკმარისია საწოლფონდი იმისთვის, რომ მობილიზაციის შესაფერისი ხარისხი შენარჩუნდეს“, - აცხადებს გაბუნია.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 247 915-ს შეადგენს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები იკლებს“ - ამირან გამყრელიძე