მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„3000 პირი აცრაზე არ გამოცხადდა, სისტემისთვის სერიოზული დანაკარგია ამდენი ადგილის გაუქმება“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
1628102268
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ დაჯავშნილ ვიზიტებზე არ გამოცხადება სერიოზული ბარიერია იმათთვის, ვინც დარეგისტრირებას უშედეგოდ ცდილობდა.

ის ამბობს, რომ სულ მცირე, 3 000-ია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც დარეგისტრირდა და არ ჩაიტარა ვაქცინაცია, მისი თქმით, უწყება სწავლობს ამ ადამიანების ქცევას.

„ვფიქრობ, ამ კვირაში დაგვჭირდება ვნახოთ მონაცემები, როგორ მოხდება მოსვლა დარეგისტრირებულ ვიზიტებზე და ამას რეაგირება დასჭირდება, რადგან სისტემისთვის სერიოზული დანაკარგია ამდენი ადგილის გაუქმება“ - განაცხადა გაბუნიამ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, ვაქცინის დოზები არ გაფუჭებულა.

„მოქალაქემ ვერ დაჯავშნა ადგილი აცრისთვის, ვიღაცამ კი დაიკავა იმ ადამიანის ადგილი, ვისაც უნდოდა რეგისტრაცია. პრეპარატი თავიდან ჩაეშვება, უბრალოდ მისი გამოყენება გადავადდა.

პირველ რიგში, ეს უნდა შეფასდეს და შესაფერისი დასკვნა ამასთან დაკავშირებით გავაკეთოთ - არის ეს ანტივაქსერული ჩარევა, არის ეს უბრალოდ სპონტანურად, რომ ადამიანი დარეგისტრირდა, შემდეგ შეცვალა გადაწყვეტილება, აღარ მივიდა და უბრალოდ ჯავშანი არ გააუქმა თუ რაღაც სხვა მიზეზია.

ამაზე, რა თქმა უნდა, მეტი ინფორმაცია გვჭირდება, სანამ რამე დასკვნას გავაკეთებთ, თუმცა ანტივაქსერული ნიშნები რომ არის, სოციალური ქსელში არის აშკარა აქტივობა ამ მიმართულებით. რაც მეტად წინ წავა ვაქცინაციის კამპანია და წარმატებული იქნება, მით მეტად გააქტიურდება ანტივაქსერული მოქმედებაც“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4233 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი, ხოლო 1934 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 432903-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5948 ადამიანი, ხოლო სულ 390827 გამოჯანმრთელებულია პირი.

იხილეთ აგრეთვე:

📣ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდთა ვაქცინაცია აგვისტოს ბოლოდან დაიწყება

📣„აგვისტოს ბოლოს გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს“ - პაატა იმნაძე

📣„თუ კვირის ბოლომდე არ დასტაბილურდა ეპიდვითარება, შეზღუდვების საკითხს დავაყენებთ“ - თამარ გაბუნია